ახალი ამბები უკრაინის ომი

დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთი ხდება – ზელენსკი

დონეცკის ოლქში ახლა ჯოჯოხეთია, ძალიან ხისტი ბრძოლები მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, დონეცკში მტკიცე თავდაცვის დამსახურებით, უკრაინელებს აქვთ საშუალება, შეტევა სხვა მიმართულებებით აწარმოონ.

„მადლიერების სიტყვები, რომლებსაც ახლა ისმენენ ჩვენი დამცველები ხერსონში, ყველას თქვენ გეკუთვნით. ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც მუშაობს ჩვენი გამარჯვებისთვის, ვინც ყველა დონეზე გვეხმარება და აღწევს ჩვენი სახელმწიფოსთვის აუცილებელ შედეგებს. ეს სიტყვები განსაკუთრებით ეკუთვნით მათ, ვინც უძლებს რუსეთის შეტევებს დონეცკის ოლქში. იქ სრული ჯოჯოხეთია. იქ ძალიან ხისტი ბრძოლები მიმდინარეობს ყოველდღე. ჩვენი ქვედანაყოფები მამაცურად იცავენ თავს, უძლებენ ოკუპანტების საშინელ ზეწოლას, ინარჩუნებენ ჩვენი თავდაცვის ზღუდეებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დამსახურებით, დონეცკის მტკიცე თავდაცვით, ჩვენ შეგვიძლია შეტევითი ოპერაციები ჩავატაროთ სხვა მიმართულებებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ დამცველს, ვინც ამ ხისტ ბრძოლებში მონაწილეობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....