“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბოლო კვლევის შედეგები “რესპუბლიკური საავადმყოფოდან” “ვივა მედში” შესაძლოა, რამდენიმე საათში გადაიგზავნოს.
კვლევის შედეგად გაირკვევა, აქვს თუ არა სააკაშვილს ტუპერკულოზი და დადგინდება, რატომ ვერ ამოძრავებს მესამე პრეზიდენტი მარჯვენა ხელს.
იძლევიან თუ არა გარანტიას “ვივა მედში”, რომ მკურნალობის მათი კურსი მოიტანს შედეგს და საერთოდ განიკურნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს?
“ვივა მედს” უჭირს პასუხისმგებლობის აღება, როგორ გაგრძელდება პაციენტის მკურნალობა. ზურაბ ჩხაიძე “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სხვა დაწესებულებაში იღებენ.
მისივე თქმით, ამ რეალობაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილია, მისი განკურნება შეუძლებელია. დაავადებების მაპროვოცირებელი კი ის გარემოა, რომელშიც მესამე პრეზიდენტი იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილს ციხის სისტემაში მკურნალობის მიუღებლობა აქვს.