ახალი ამბები საზოგადოება

“ჩამოხსენით ოკუპანტის ენაზე დაწერილი წარწერა” – რამ გამოიწვია დაპირისპირება ძველ თბილისში

დაპირისპირება პუშკინის ქუჩაზე – ძველ თბილისში სუვენირების მაღაზიაზე რუსული წარწერით გაღიზიანებულ მოქალაქეს მაღაზიის მეპატრონემ უჩივლა.

ლიკა ბასილაია შავგულიძემ პროტესტი იმის გამო გამოთქვა, რომ  ოკუპანტის ენაზე წარწერა ქართულზე უფრო დიდი ზომის იყო, რაც კანონდარღვევაა.

ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ ზედამხედველობის სამსახური გამოიძახა, თუმცა უწყების წარმომადგენლები ჯერ იქ არ მისულან.

სუვენირების მაღაზიის მფლობელმა კი მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩივლა და ოფიციალური განცხადებაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებთან ერთად დაწერა.

იტვირთბა....