ახალი ამბები კრიმინალი

ქარელში, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცი ვ.ყ დააკავა.

გამოძიებით გაირკვა, რომ ბრალდებულმა ასაკოვანი ქალბატონის სახლში მალულად შეაღწია და  მისი გაუპატიურება სცადა.

ფაქტზე გამოძიება 19/137 -ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.

დაკავებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

SKIP 2
იტვირთბა....