ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ულტიმატუმებით არ უნდა გვესაუბრონ – მიქანაძე ევროპარლამენტარებზე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატი, გივი მიქანაძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას. მისი თქმით, ევროპარლამენტართა მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელი და ქართულ სასამართლო სისტემაში ჩარევის მცდელობაა.

“აბსოლუტურად ალოგიკური არის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაკავშირება კრიმინალის გათავისუფლებასთან. ეს არის მიუღებელი და წარმოუდგენელი და ეს არის კიდევ ერთი მცდელობა სასამართლოს მიერ, კონკრეტულ არგუმენტებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩარევის. ” ალდე” იქნება, თუ ნებისმიერი სხვა, მოსწონს ეს თუ არ მოსწონს, მათ პატივი უნდა სცენ და არ უნდა ისაუბრონ ულტიმატუმის ენით მითუმეტეს, როდესაც საქართველოს ზუსტად ორიენტირებული არის იმ ღირებულებებზე რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ნიკა გვარამიას თუ ნებისმიერი სხვა ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენის მცდელობა ეს არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი და აბსოლუტურად არამეგობრული განწყობა მათი მხრიდან” , – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარები წერილებს უგზავნიან ირაკლი ღარიბაშვილს ელექტრონულ ფოსტაზე.

„გაათავისულეთ ნიკა გვარამია ახლავე! “ – ასეთია მათი მესიჯები.

იტვირთბა....