„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების მოლოდინშია. ენმ-ის ახლანდელმა ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ უკვე ღიად დაადასტურა მზაობა ახალ არჩევნებში მინაწილეობის მისაღებად. დღეს გამოიკვეთა ერთი ახალი კანდიდატი – გიორგი ჩალაძე. შესაძლოა, თავიანთი კანდიდატურები წამოაყენონ ლევან ხაბეიშვილმა და ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოვიდნენ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ისინი აღნიშნავენ, რომ ენმ-ის მენეჯმენტს სჭირდება ხელახალი ლეგიტიმაცია. მათ განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი პარტიის გაძლიერებისკენ არის მიმართული.