ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იბრძოლებს თუ არა ენმ-ს თავჯდომარეობისთვის ხატია დეკანოიძე

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება, არასწორია. დეკანოიძის თქმით, პარტიაში არჩევნებზე საუბარი ნიკა მელიას ინიციატივითვე დაიწყო, თუმცა ვადებზე ვერ შეთანხმდნენ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ახლა მისი მთავარი საზრუნავი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა და ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

“არა, არ განვიხილავ. არ ყოფილა საუბარი. მე არ ვარ ადამიანი ვის მაგივრადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობისთვის პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი საზრუნავი.

არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგ არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს, არც გავიხილავ იმიტომ, რომ ვთვლი, რომ პარტიაში და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია, ვინაიდან იგი დემოკრატიული პროცესია. მისი განცხადებით, ენმ-ს მომავალმა ლიდერმა უნდა წარადგინოს კონკრეტული გეგმა, როგორ ხედავს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარულ ტრანსფერს ქვეყნიდან.

თავად ენმ-ს თავჯდომარემ, ნიკა მელიამ, 9 ნოემბერს გააკეთა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ნებისმიერ დროს მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის.

იტვირთბა....