ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქურდული სამყაროს” წევრობა და მათთან თანამშრომლობა – 5 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის განცხადებით, “ქურდული სამყაროს” წევრობისა და “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინეს.ორ პირს შორის წარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ამის შემდეგ ხსენებულმა პირებმა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს.

“2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში და ზუგდიდის რაიონში, “ქურდული სამყაროს” წევრების მონაწილეობით შედგა “ქურდული გარჩევა”, რა დროსაც საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების და გავრცელების მიზნით, “ქურდული სამყაროს” წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის განიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავე პირს მეორე პირისთვის „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა გადაახდევინეს.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს”, – წერია განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

იტვირთბა....