„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კრიტიკული შესწორებების შეფასებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ერთადერთი მიზანია, საქართველოში გამოიწვიონ ის, რაც უკრაინაში ხდება.
„ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. ერთ-ერთი შესწორება, რომელიც არის ინიცირებული ამ ოდიოზური ევროპარლამენტარების მიერ, უკავშირდება იმას, რომ საქართველომ არ დაუწესა რუსეთს სანქციები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ესეც არის მორიგი ნაბიჯი,რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩათრევას იმ ომში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენს საზოგადოებას აქვს საკუთარი პრიორიტეტები და ვერანაირი ასეთი მცდელობა ჩვენ ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებს“,- განაცხადა კობახიძემ.