ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება გააკრიტიკოს კობახიძეები და ღარიბაშვილები, მაგრამ არაფერს გააკეთებს ივანიშვილის საწინააღმდეგოდ – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშნებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძემ მედიასთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზურაბიშვილი ზემოაღნიშნულ პატიმრებს არ შეიწყალებს, რადგან ამაზე პრეზიდენტს არ აქვს ბიძინა ივანიშვილის თანხმობა.

“პრეზიდენტს არაერთხელ შეეძლო ამის გაკეთება, როგორც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი არაფერს გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. მან შეიძლება გააკრიტიკოს ვიღაცა კობახიძეები, ღარიბაშვილები, “ქართული ოცნების” წვრილფეხობა, მაგრამ მას არასდროს არც გაუკრიტიკებია არც ნაბიჯი არ გადაუდგამს პირადად ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ივანიშვილისგან მას არ აქვს თანხმობა მიღებული, შესაბამისად, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს. მე არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება,” – განაცხადა ჩიხლაძემ.

იტვირთბა....