უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით წესები შეცვალა, ეკლესიებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, როდის აღნიშნავენ შობას – 7 იანვარს, თუ 25 დეკემბერს.
გადაწყვეტილება ეკლესიამ მას შემდეგ მიიღო, რაც “მხედველობაში მიიღეს მრავალი თხოვნა და გაითვალისწინეს ის დისკუსია, რომელიც ეკლესიასა და საზოგადოებაში მრავალი წელია მიმდინარეობს”.
გარდა ამის გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიამ გადაწყვეტილება “ომის გარემოებების” გამო მიიღო.