საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანზორ ბოლქვაძემ, ბოლო 6 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ავტომობილს 70 ათასი ლარი დაახარჯა – ამის შესახებ განცხადება ბათუმში, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა გააკეთეს.
მათ წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ 2016 წლიდან დღემდე, ბოლქვაძე საწვავთან ერთად, საკუთარი მანქანის რემონტისათვის თანხას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ხარჯავს.
მოძრაობის წევრების განცხადებით, ანზორ ბოლქვაძე საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს აჭარის მაღალმთიანეთში. დეპუტატი სწორედ ქართული ოცნების პირობებში გამდიდრდა.