ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკის არჩევნებში სულ ვერეოდით და კიდევ გავაგრძელებთ ჩარევას – რუსი ბიზნესმენი

რუსი ბიზნესმენი და ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ჩაერია და აღნიშნავს რომ ამას მომავალშიც გააგრძელებს.

“ჩვენ ჩავერიეთ (აშშ-ის არჩევნებში), ვერევით და გავაგრძელებთ ჩარევას. წინდახედულად, ზუსტად, ქირურგიულად და ჩვენებურად, როგორც შეგვიძლია”, – თქვა მან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ისაუბრა. კარინე ჟან-პიერის თქმით, არჩევნების წინ მსგავსი განცხადებების გაკეთება რუსეთის მცდელობაა შექმნას ყალბი ისტორია მისი წარმატების შესახებ.

იტვირთბა....