ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში, მშენებარე სტადიონთან განათების ბოძი ჩამოვარდა – დამტვრეულია ავტომობილები

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, მშენებარე სტადიონთან განათების ბოძი წაიქცა და ორი ავტომანქანა მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, მანქანებში არავინ იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ამ სტადიონის მშენებლობაზე 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სპორტული ობიექტი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა უეფას სტანდარტები არ იყო დაცული. ახლა სტადიონი მიტოვებულია, არ ფუნქციონირებს და არც სამუშაოები მიმდინარეობს.

იტვირთბა....