ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინაში 76 460 ოკუპანტი მოკლეს – სამხედრო დანაკარგები 7 ნოემბრის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 76 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
ტანკი – 2 771 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 5 630 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 1 782 ერთეული [+1]
MLRS – 391 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 202 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 277 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 260 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 472 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 399 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 4 199 ერთეული [+8]
სპეცტექნიკა – 157 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაციაჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 6 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

331 თვითმფრინავი
169 ვერტმფრენი
2 452 უპილოტო საფრენი აპარატი
386 საზენიტო სარაკეტო სისტემა
6 398 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
883 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 560 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
7 086 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

იტვირთბა....