ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთში, მოხალისეების წყალობით, იმაზე მეტი ადამიანია მობილიზებული, ვიდრე ვგეგმავდით – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში ნაწილობრივი მობილიზაციის შედეგებსა და მოხალისეებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოხალისეთა წყალობით, დაგეგემილზე მეტი ადამიანი შეგროვდა.

“უკვე 318 000 [მობილიზებული] გვყავს. რატომ 318 000? რადგან მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება” , – განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, 49 000 მობილიზებული უკვე ჯარში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, ხოლო 31 ოქტომბერს ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულებულად გამოცდადდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, საბრძოლო მოქმედებების რაიონებში გაგზავნილია 87 000 მობილიზებული.

იტვირთბა....