ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი გორში – შენობაში ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გორში, კომბინატის დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები გამოიძახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

იტვირთბა....