ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანგელოზივით ბიჭებს ვკარგავთ უკრაინაში, თქვენ კიდევ ხვიჩას მანქანა მოპარესო იმას არჩევთ..” – ვანო ნადირაძე

“ანგელოზივით ბიჭებს ვკარგავთ უკრაინაში, თქვენ კიდევ ხვიჩას მანქანა მოპარესო იმას არჩერვთ..” , – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ანგელოზივით ბიჭებს ვკარგავთ,ვაჟკაცებს ,ქართველებს…..
აქ კიდევ მთელი დღე ხვიჩას მანქანა მოპარესო და იმას არჩევთ, მანამდე ბასილაშვილ- დოროყაშვილს არჩევდით…… ზუსტად იმ მძღნერში ხართ და იმ მძღნერში ცხოვრობთ 70 % საქართველოში რასაც თქვენი ცხოვრების წესი იმსახურებს. ხვიჩაც იყიდის კიდევ ახალ მანქანას და ბასილაშვილიც მიხედავს თავის თავს,არ დაიკარგება. ამ ბიჭებს ვინ გაგვიცოცხლებს,ვინ???? სამშობლოს რომ კარგავთ ყოველდღე,იმას ვინ დაგვიბრუნებს???? ხოდა იმ 70% მოგიტყანთ აი ეს თქვენი პრიორიტეტული სალაპარაკო თემები. ” – წერს ვანო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 3 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს და მანქანა მოპარეს. მოგვიანებით სპორტსმენის ავტმობილი პოლიციელებმა იპოვეს.

იტვირთბა....