ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაპირისპირება საკრებულოში – ენმ-სა და ოცნების დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს გლდანის მაჟორიტარი, “ქართული ოცნების” დეპუტატი კოტე ზარნაძე და ენმ-ს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ. ფაქტი საკრებულოს შენობის დერეფანში მოხდა.
შემთხვევა კოტე ზარნაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია ვაკის პარკის ტრაგედიით მანუპულირებაში დაადანაშაულა და უსაყვედურა, რატომ არ მოიკითხეს ოპოზიციონერებმა დაშავებული ბავშვები კლინიკაში,რაზეც, ეძგვერაძემ უპასუხა,რომ დაკავშირება სცადა, თუმცა ოჯახებთან კონტაქტზე ვერ გავიდა. კამათის შემდეგ, ზარნაძემ ის გარეთ გაიხმო, სადაც დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

იტვირთბა....