ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დროა, მივესალმოთ ფინეთსა და შვედეთს ნატოში – იენს სტოლტენბერგი

„ამ კვირაში მე ვესაუბრე ფინეთის და შვედეთის ხელმძღვანელობას.
და მივესალმები ორივე ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძირითად, კონკრეტულ ქმედებებს მემორანდუმის პრაქტიკაში განსახორციელებლად. […]
ასე რომ, დროა მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც ნატოს სრულუფლებიან წევრებს.
მათი გაწევრიანება ჩვენს ალიანსს გააძლიერებს და ჩვენს ხალხს უფრო მეტ უსაფრთხოებას მოუტანს“ .
აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება სტამბოლში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები, რომლებსაც ამ ქვეყნებმა ივნისში თურქეთთან მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, ფინეთმა და შვედეთმა პირობა დადეს, რომ სრულად დაუჭერენ მხარს თურქეთს მისი ეროვნული უსაფრთხოების ყველა საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

იტვირთბა....