ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

შანტაჟი და დაშინება რუსულ ჯარში – წვევამდელებს უკან დახევის შემთხვევაში მეთაურებისგან სიკვდილი ემუქრებათ

რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაიწყეს „ბარიერული ჯარების“ ან „შემაკავებელი შენაერთების“ განლაგება, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

როგორც დაზვერვაში აცხადებენ, ეს შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს ემუქრებიან დახვრეტით თუ ისინი უკან დაიხევენ. ამით ჯარისკაცებს შეტევითი ქმედებებზე გადასვლას აიძულებენ.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუს გენერლებს სურდათ, რომ მეთაურებს დეზერტირების წინააღმდეგ, იარაღი გამოეყენებინათ.

მათ შორის, შესაძლოა, გაფრთხილების შემდეგ სროლის ნებართვა გაეცათ ჯარისკაცის მოსაკლავად, რომელმაც დაარღვია სამხედრო დისციპლინა.

დაზვერვის ინფორმაციით, გენერლებს თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება სიკვდილამდე სურთ.

„ისეთი ქმედება, როგორიცაა დეზერტირებისთვის სროლა, მიუთითებს რუსული ძალების დაბალ ხარისხზე, დაბალ მორალზე და უდისციპლინობაზე“, – აღნიშნავენ ბრიტანულ დაზვერვაში.

იტვირთბა....