ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთში გადაიყვანეს და მშობლებს აღარ უბრუნებენ” – ოკუპანტებმა 10 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან 10 000 ბავშვი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი” ავრცელებს. მათივე თქმით, ბავშვები სკოლა-ინტერნატებიდან გამოჰყავთ და უკან არ აბრუნებენ. ისინი იტაცებენ როგორც ობოლ ბავშვებს, ასევე მშობლებთან ერთად მცხოვრებ არასრულწლოვნებსაც.

​​​​”ისინი გადაჰყავთ რუსეთში ბავშვთა ბანაკებში და მშობლებთან აღარ აბრუნებენ. ამით კრემლი ცდილობს, აიძულოს მშობლები, წავიდნენ რუსეთში შვილებთან და დატოვონ სახლები”, – წერია ცენტრის განცხადებაში.

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხი ვერ დაბრუნდება საკუთარ სახლებში, რადგან რუსებმა შემოიღეს “საომარი მდგომარეობა”. გარდა ამისა, უკრაინელი ბავშვები გადაჰყავთ რუსეთის შორეულ – ლენინგრადის, ვოლგოგრადის, ნოვოსიბირსკის, ტიუმენის რეგიონებში.

იტვირთბა....