ჯანდაცვა

სახეზე თმის სწრაფი გაქრობა ლიმონის რეცეპტით

ყველასთვის ცნობილია, რომ ლიმონის წვენს გამაუფერულებელი ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება სახეზე თმის გასაუფერულებლად და შესაბამისად, დასამალად, სრულიად ლოგიკურია. განსაკუთრებულ ეფექტს თმაზე წასმული ლიმონის წვენი მზის სხივების ქვეშ რომ იძენს, არც ესაა ახალი.

გამაუფერულებელი ეფექტის მისაღებად ასევე შესაძლებელია თაფლისა და ლიმონის გამოეყენება. ამ შემთხვევაში 20 წუთით წაისვით თაფლისა და ლიმონის მასა კანზე, საიდანაც თმის გაქრობა გსურთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შესაძლებელია ლიმონის წვენისა და შავი ჩაის ამავე მიზნით გამოყენება. მოამზადეთ შავი ჩაი და დაამატეთ ლიმონის ერთი წვეთი, მიღებული ნაზავი კი ბამბით წაისვით სახის იმ მონაკვეთზე, საიდანაც თმის გაქრობა გსურთ.

გაითვალისწინეთ, როცა ლიმონის წვენს იყენებთ სახის კანიდან თმის გასაუფერულებლად, ეცადეთ ის თვალებში არ მოგხვდეთ. ამ ნიღბების  გაკეთება რამდენჯერმეა საჭირო, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. თუმცა თუ თქვენ ხვდებით, რომ ლიმონის წვენი თქვენ კანს აღიზიანებს, აუცილებლად შეწყვიტეთ მისი გამოყენება, რადგან, სავარაუდოდ ლიმონის წვენის მიმართ ალერგიულად ხართ განწყობილი.

იტვირთბა....