ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ცნობილმა დიეტოლოგებმა სასარგებლო რჩევები გააზიარეს. სოციალურ ქსელში გადაცემაში გასული ნატა გაგუას რჩევები ყველაზე პოპულარული გახდა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:
1) დღეში ორი ლიტრი წყალი აუცილებელი მინიმუმია ზრდასრული ადამიანისთვის.
2) ყოველ დილით უზმოზე რეკომენდირებულია 1 ჭიქა წყლის დალევა. დილის პროცედურების შემდეგ 30 წუთში საუზმის მიღება.
3) დაიმახსოვრეთ: წყალი დალიეთ საკვების წინ ნახევარი საათით ადრე, საჭმელს წყალი არ დააყოლოთ. საჭმლის შემდეგ წყალი 40 წუთზე ადრე არ დალიოთ.
4) საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ამ პერიოდში წყლის მიღება შესაძლებელია, ნებისმიერ დროს.
5) განტვირთვის დღეები მოიწყვეთ კვირაში მხოლოდ ერთხელ.
6) საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. არასდროს გამოტოვოთ.
7) ხილი უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში
8) მიირთვით მცირე ულუფებით. საკვების ერთჯერადი მიღება არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს. იკვებეთ დღეში ოტხჯერ ნელნელა.
9) მიირთვით ნაკლებმარილიანი საკვები.
10) ნატურალური წვენი გააზავეთ წყლით.
11) დღეში მხოლოდ ორი პატარა ნატეხი შოკოლადი შეჭამეთ.