ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინა ირანის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნას ითხოვს

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების მოკვეთას ითხოვს. მიზეზად რუსეთის საოკუპაციო ჯარებისთვის თეირანის სამხედრო დახმარებასა და ირანში ადამიანის უფლებების დარღვევას ასახელებენ.

არსებული ინფორმაციით, ირანული წარმოების რაკეტებითა და დრონებით რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას ბომბავს, მათ შორის დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ობიექტებს.

ცნობისთვის, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბერს იწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....