ოპოზიცია პრემიერობის საერთო კანდიდატის არჩევას წინასწარი არჩევნებით აპირებს. ამის შესახებ ტელეკომპონია პირველი იუწყება. ასევე , მოიპოვეს ოპოზიციის სამუშაო დოკუმენტი , სადაც თამაშის წესებია გაწერილი.
ირკვევა, რომ პრაიმერისში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი მიიღებს და პრემიერობის კანდიდატსაც ისინი დაასახელებენ.
ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ საპარლამენტო სიას 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციას ასევე წინასწარი არჩევნების გზით შეარჩევს. ამავე წესებით დაკომპლექტებდება ჩრდილოვანი კაბინეტი ანუ ოპოზიცია წინასწარ იტყვის, ვინ რა პოსტს დაიკავებს მთავრობაში მათი გამარჯვების შემდეგ.
არსებობს მოსაზრება, რომ პრაიმერისის გზით ოპოზიციის ამომრჩევლების საერთო ბაზა შეიქმნას, რომელთა ნაწილიც პროცესში მონაწილეობას ელექტრონულად , მეორე ნაწილი კი ფიზიკურად შეძლებს.
“ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშანებლის” ლიდერი ადასტურებს.
ჩვენ ახლა გვჭირდება პროევროპულ ფლანგზე დიდი ერთიანობა და ეს ერთიანობა გამოვა ერთ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს სიტუაციური და იქნება გამჭვირვალე წესები, რის საფუძველზე ხდება ეს ერთიანობა და როგორ ვაფორმირებთ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. როგორც ამ ერთიანობის შიგნით გადაწყვეტილებებს, ასევე სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს. ეს არის პრიამერისის წესები, რომელზეც მუშაობს ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, რომ საბოლოო ჯამში, სწორედ ხალხის ხმა იყოს გადამწყვეტი ყველა საკითხთან, პოზიცია იქნება ეს რაიმე საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილების ფორმირება იქნება საჭირო. ვერ ჩატარდება ეს მხოლოდ ელექტრონულად, პირდაპირ გეტყვით, ვერ ჩატადრება ეს მხოლოდ ფიზიკურად, იმიტომ, რომ ელექტრონულ შემთხვევაში ბევრი ადამიანი ვერ იღებს მონაწილეობას. ამაზე ბევრი მსჯელობა გვაქვს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი. უნდა გვქონდეს მექანიზმი, რომელიც მოიცავს სრულ სპექტრს საქართველოს მოქალაქეების და მათი გულწრფელი არჩევანი იქნება დაფიქსირებული, – განახცადა გიორგი ვაშაძემ.
ჯერჯერობით უცნობია რა სმოაზრება აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” საკუთარ პირობებზე სუაბრობს. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად უნდა გამოაცხადონ.
ერთიანი ტექნიკური სიის ან რაიმე სახის ერთიანი შერწყმა პარტიების არ განიხილება, იმიტომ, რომ ჩვენ თანამშრომლობას ვუყურებთ უფრო ფართო ფორმატით, რომ ყველა პროდასავლური პარტია, ყველა ოპოზიციური პარტია უნდა ჩართული იყოს ამ თანამშრომლობაში სამი ძირითადი საკითხის გარშემო კოორდინაციის მიმართულებით, ეს არის პოლიტპატიმრები, რომ მიხეილ სააკაშვილის არის პოლიტპატიმარი, ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი. არჩევნები, ტავისუფალი არჩევნების მოპოვება, როგორ უნდა ვიტანამშრომლოთ და როგორ უნდა ვიყოთ კოორდინაციაშ ერთობლივად ჩვენს საერთაშორიოს პარტნიორებთან და მესამე, ეს არის ევროინტეგრაცია, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის გაერთიანებას და პრაიმერს სკეპტიკურად უყურებს “ევროპული საქართველო”.
წყარო: ტვ პირველი