გადაცემა “ახალი კვირის” ყოფილი წამყვანი, იმედა დარსალია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაშვების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები სიმართლის თქმისთვის გაათავისუფლეს. მისი თქმით, არხისთვის პრობლემას პოლიტიკური რეპორტაჟები წარმოადგენდა.
“გაგვათავისუფლეს იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით სიმართლე, რატომ ხურავდნენ გადაცემას და ვთქვით ის, რაც ხდებოდა გადაცემაში, მხოლოდ გადაცემაში. მე არ ვსაუბრობ არხზე სხვაგან რა ხდებოდა, არ ვიცი, მე ვიცი მხოლოდ ჩემს გადაცემაში რა ხდებოდა. პრობლემა იყო პოლიტიკური რეპორტაჟების ეთერში გაშვება, იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში აგვიკრძალეს. პირდაპირ გვითხრეს, გადაცემაში პოლიტიკის ბლოკი არ იქნებოდა. შავის სია ასე არ არსებობდა ფურცელზე. ეს არსებობდა დაბლოკვებით, ეს არ ჩაწერო-ის არ ჩაწერო. ჩვენ ვიომებთ ბოლომდე, აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს გავივლით., – განაცხადა დარსალიამ.