ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მერიამ მოქალაქეების ქონება გაფლანგა, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – ირაკლი ნადირაძე

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, თბილისის მერიის წინააღმდეგ თბილისელების ქონების გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

როგორ ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოძიების მიმდინარეობას უარყოფს, ამიტომ საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთოს.

„ვიდრე კალაძე საკრებულოში მისვლას და ოპოზიციის მწვავე კითხვებს გაურბის, თბილისის მერისა და მერიის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების ქონების და თანხების ფლანგვა გრძელდება. ამის შესახებ საუბრობს არამხოლოდ ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ამ წუთებშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება. ორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, საქმე ეხება მილიონობით ლარის, თბილისელების ქონების გაფლანგვას. ყველა ძირითად დოკუმენტზე ხელმომწერი სწორედ კახა კალაძეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დრომდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ თითქოს რაიმე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურის მიერ, ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი და ეს არის სასამართლო განჩინება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ეს სისხლის სამართლებრივი საქმე. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ჩვენ მოვუწოდებთ და მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, რომ გააკეთოს საჯარო განმარტებები რას და ვის ეხება მერიის მხრიდან აღნიშნული თანხების გაფლანგვა, ჰყავთ თუ არა დაკითხული კახა კალაძეკახა კალაძის ტოტალიზატორის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსია და თუ არ ჰყავთ გამოკითხული, როდის იგეგმება ამ ადამიანების გამოკითხვა, რადგანაც ამ ქონებების განკარგვაზე პასუხისმგებელი იყვნენ კახა კალაძე და მერიის სხვა მაღალჩინოსნები“, -განაცხადა ნადირაძემ.

იტვირთბა....