ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო-საწვრთნელი ცენტრებს ქმნიან

Reuters-ის ინფორმაციით, ბელარუსი და რუსეთი ერთობლივი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრების შექმნას გეგმავენ.

ბელარუსულ “ტელეგრამ” არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა, ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამტკიცებს რუსეთთან შეთანხმების პროექტს სამხედრო პერსონალისთვის ერთობლივი საწვრთნელი ცენტრების შექმნის შესახებ, თუმცა ეს შეთანხმება შემდგომ მოლაპარაკებებს ექვემდებარება.

გამოცემა წერს, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, გააძლიეროს ბელარუსის ტერიტორიიდან, რუსეთს შეჭრა უკრაინაში, რასაც დასავლელი ანალიტიკოსები მოსკოვისთვის ლოგიკურ ნაბიჯად ასახელებენ იმ დროს, როდესაც მისი არმია უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში წარმატებას ვერ აღწევს.

იტვირთბა....