ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში შემოპარვის მცდელობა – საზღვრის უკანონო კვეთისთვის ავღანეთის 3 მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “ჩირუხის” დასაცავ მონაკვეთზე საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....