უხვი ნალექის შედეგად სამტრედიაში ქუჩები დაიტბორა. ადგილობრივების თქმით, წყალმა ეზოებსა და სარდაფებშიც შეაღწია. ასევე დატბორილია სახნავ-სათესი მიწები.
მოქალაქეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და უყურადღებობაში ადანაშაულებრენ.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შექმნა.