ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქურდობა ქუთაისში – წაღებულია პური და ორცხობილები

ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პურის მაღაზია “ელვა” გატეხეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ქური და ორცხობილები. ქურდობაში მონაწილე პირების რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

“პური და “პეჩენია” წაუღიათ, დღეს დილით როცა მისულან, დახლები სულ ცარიელი დახვედრიათ. შია ხალხს და აბა რას იზამენ?!”, – აცხადებს ადგილობრივი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ადგილზე მობილიზებული არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

იტვირთბა....