ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში შეთანხმება 12 ქვეყანასთან მივაღწიეთ – კულება

უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინამ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანასთან მიაღწია შეთანხმება:

“ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობებისა და კომპანიებისგან: ისრაელი, ესპანეთი, იტალია, ლიეტუვა, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი. საუბარია 954 ერთეულ ენერგეტიკულ აღჭურვილობაზე. დახმარების პირველი პარტიები უკვე უკრაინაშია, დანარჩენს კი უახლოეს მომავალში ველოდებით. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორთა წრისა და მხარდაჭერის მოცულობის გასაზრდელად”- განაცხადა კულებამ.

იტვირთბა....