„რადიო თავისუფლების“ ცნობით, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეწყვიტოს მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიების – „ამერიკის ხმის“, რადიო თავისუფალი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელების – დახურვასთან დაკავშირებული ძალისხმევა.
შტატების ოლქის მოსამართლე როის ლამბერტის მითითებით, ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა „გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი“ თანამშრომლებისა და კონტრაქტორების პოზიციებზე დასაბრუნებლად და მაუწყებლობის გასაახლებლად.
შეგახსენებთ, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე საათით ადრე ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება, შვიდი ფედერალური სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირებაზე მხოლოდ კანონით და საწესდებო დებულებებით მოთხოვნილ დონემდე.