ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მონაწილეობას კი არ ვწყვეტთ, დროებით ვაჩერებთ – პუტინი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა.

“ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვწყვეტთ მონაწილეობას ამ ოპერაციაში. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ ვაჩერებთ მას.” – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ამის მიზეზად დაასახელა ის საფრთხე, რომელიც, მისი თქმით, უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა შეუქმნეს.
„უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა იგივე დერეფნები გაიარეს, რომლებსაც მარცვლეულის გემები იყენებდნენ“ , – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.

იტვირთბა....