ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსული თავდასხმის შედეგად, უკრაინაში 20-ზე მეტი დასახლება დაზარალდა – გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის დასახლებულ პუნქტებში რუსეთის თავდასხმებისა და უკრაინელთა მხრიდან მათი მოგერიების შესახებ.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის ზელენეს, ლუჰანსკის ოლქის ბილოპორივკას, მიკოლაივკას, ნოვოსელივსკეს, დონეცკის ოლქის ავდიივკას, ბახმუცკეს, ვესელეს, ვოდიანეს, მაიროსკის, მარინკას და ნოვობახმუტივკას დასახლებულ პუნქტებში,” – განაცხადა გუკრაინის გენშტაბმა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 5 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 20-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ხარკივის ოლქის კუპიანსკი, დონეცკის ოლქის სივერსკი, ხერსონის ოლქის ნოვა კამიანკა, მიკოლაივის ოლქის ბერეზნეგუვატე და ოჩაკივი.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 დარტყმა განახორციელეს.

იტვირთბა....