ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება

მძვინვარე ქარიშხალი ფილიპინებში – დაღუპულია სულ მცირე 48 ადამიანი

ფილიპინებში წყალდიდობითა და წვიმით გამოწვეული მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, ხოლო 22 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურება ქარიშხალმა „ნალგამ“ გამოიწვია.

მსხვერპლთა უმეტესობა სამხრეთ რეგიონში ბანგსამოროში დაფიქსირდა, სადაც ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი დაიღუპა, 10 კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურების ზონიდან 170 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

„ნალგა“ ფილიპინებში ყველაზე მომაკვდინებელი ციკლონია. ფილიპინებზე ყოველწლიურად საშუალოდ 20 ტროპიკული ქარიშხალია.

იტვირთბა....