საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს ლიზ ტრასის ტელეფონი გატეხეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა და მათ მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა.
სიახლე Reuters-მაც გააშუქა.
გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, მოახერხეს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების საიდუმლო დეტალებზე წვდომა, მათ შორის უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე. ასევე, ლიზ ტრასისა და კვაზი კვარტენგის პირადი მიმოწერა, რომელიც მოგვიანებით გახდა ხაზინის მინისტრი, მათი საუბარი ბორის ჯონსონის კრიტიკას ეხებოდა. ჰაკერებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ ბოლო 1 წლის ინფორმაციის მიღება.
ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, გამოიძიონ რა და როგორ მოხდა რეალურად.