უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინელები ომს ვერ წააგებენ, რადგან ეს ომი არის მათი არსებობისთვის და თავისუფლებისთვის.
[su_quote]ეს არის ომი, რომელშიც ჩვენ მივაღწევთ 1991 წლის საზღვრებს. ჩვენ ვერ წავაგებთ მას, რადგან ეს არის ომი ჩვენი არსებობისთვის, თავისუფლებისთვის და იმ სამყაროს არსებობისთვის, სადაც მეზობლები არ ესხმიან თავს მეზობლებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აქვთ გარკვეული კომპლექსები ან სურვილები. ამიტომ, აქ ალტერნატივა არ არსებობს. რა განსაცდელიც უნდა გავიაროთ, უნდა გავიმარჯვოთ.
ომის დაწყებიდან, უკრაინა ცდილობს მიაღწიოს რაიმე კომპრომისულ გადაწყვეტილებას. ისინი რუსეთის ფედერაციამ უარყო. რეალურად, რუსეთმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, სადაც ახლა ვართ[/su_quote] – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებაზე უარი თქვა, სანამ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაშია. ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე მიიღეს, 4 ოქტომბერს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 30 სექტემბერს, უკრაინის ოთხი რეგიონის, ლუჰანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია გამოაცხადა და კიევს მოლაპარაკება შესთავაზა.