ახალი ამბები მსოფლიო

“პოლიტიკური საქმიანობის” ბრალდებით, რუსეთმა “დოჟდის” ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე და დამფუძნებელი ნატალია სინდეევა “უცხოურ აგენტთა” სიაში შეიყვანა

რუსეთმა „უცხოეთის აგენტების“ სიაში რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი და წამყვანი ეკატერინე კოტრიკაძე, ჟურნალისტი ვლადიმერ რომენსკი, ასევე მედიაჰოლდინგ „დოჟდის“ დამფუძნებელი ნატალია სინდეევა, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი, ვიდეობლოგერი ივან იაკოვინი და კიდევ რამდენიმე პირი შეიყვანა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსეთში „უცხოური აგენტების“ სიას იუსტიციის სამინისტრო კვირაში ერთხელ, პარასკევს აქვეყნებს. მასში ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, უფლებადამცველების გვარები ფიგურირებს. სიაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა რუსეთში აღარ ცხოვრობს. მათ შორის არის ეკატერინე კოტრიკაძეც, რომელიც „დოჟდში“ მუშაობამდე იყო ტელეკომპანია RTVI-ის წამყვანი, მანამდე კი ტელეკომპანია „პიკ“-ში და „ალანიაში“ მუშაობდა.

იტვირთბა....