სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სოციალურმა მუშაკმა ანა ლომთაძემ დატოვა:
“საერთოდ არ ვაპირებ, არასდროს, ავტორიტარულ რეჟიმს შევეგუო.
ვფიქრობ, პირველი რაც ადამიანმა უნდა შეძლო, არი გულგრილად არ უყურო როცა შენ გვერდით მეორე ადამიანს უსამართლოდ ექცევიან. ამას არაფერი ამართლებს, წერტილი.
ისე, გლობალური ომის პარტია ვერ მაშინებს. საშიში ისაა, როცა ბოდვების დაჯერებას იწყებ. ფიქრობ, რომ ფსიქოპათების ტვინებიდან უწყვეტ ნაკადად გადმოდენილი სისულელე შენ არ დაგსვრის.
სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ადამიანების კეთილდღეობას და არა ძალადობრივი ჯგუფების ვიწრო ინტერესებს.” წერს ლომთაძე სოციალურ ქსელში და სამსახურდან წასვლის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპა და არა რუსული რეჟიმი და უერთდება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს.”