სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ვაჟის, ნიკა გოგაშვილი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, მისი ოჯახი გამოასახლონ, ან დააპატიმრონ, ან სულაც ავარიაში მოყვნენ და ტრაგედია უბედურ შემთხვევად მონათლონ. მისი თქმით, გოგოაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს აქამდე არ შეხებიან, სანამ სუს-ის ყოფილი უფროსი ხელისუფლებას არ დაუპირისპირდა, ახლა კი სამხარაძეც შევიწროების ობიექტია:
„ეს ემსახურება მთავრობის მხრიდან და არა გამომძიებლების მხრიდან, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ასევე იმას, რომ ჩვენი გამოსახლება მოხდეს საცხოვრებელი სახლიდან. რაღაც ისტორიული მოვლენის მომსწრე ვხდებით საზოგადოება, რადგან მთელი 10 წლის განმავლობაში, მსგავსი მეთოდებით არავის მოქცევიან საერთოდ. ამაზე უარესსაც ველოდებით, ჩვენს დაკავებასაც ველოდებით, შეიძლება გაგვანადგურონ, რაღაც ავარიაში მოვყვეთ, გაზით გავიგუდოთ და ა.შ.
ალეკოს ცხოვრებაში დანაშაული არ ჩაუდენია. ვიდრე მამაჩემი სისტემას არ დაუპირისპირდა, იქამდე ალეკოსთან სახლში არათუ სამართალდამცავი, არამედ ინსპექტორიც კი არ შესულა არავინ. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, მათ შორის, ოჯახი, არაფრის არ გვეშინია, არც მთავრობის, არც კერპების, მარტო ღმერთის გვეშინია, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ! რაც უნდათ გააკეთონ, ჩვენ არაფრის არ გვეშინია”,- განაცხადა გოგაშვილმა.