ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ესენი არიან უქნარები, მხარ-თეძოზე წამოწოლილები აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არავის აინტერესებს – ღუდუშაური ოპოზიციაზე

ოცნების დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები უსაქმურები არიან და მხარ-თეძოზე წამოწოლილები აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არც ქვეყნისა და არც საზოგადოების ინტერესშია. ეს განცხადება ღუდუშაურმა ოპონენტების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ანტიკორპუფციულ საკითხებთან დაკავშირებულ კრიტიკას ეხებოდა:

„სამწუხაროა, რომ ყველა პუნქტთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, ეს არის ჰაერიდან მოტანილი, ესენი არიან ზარმაცები, ესენი არიან უქნარები და ვერ დამისახელებთ მათ მიერ არგუმენტირებულ, საქმეზე, შედეგზე ორიენტირებულ ვერც ერთ მოქმედებას. ხედავთ, რა დღეშია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა და ალბათ, 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ.

მე ამ სამუშაო ჯგუფის (ანტიკორუფციულ საკითხებზე) წევრი არ გახლავართ, თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებები დაინიცირდება, იქნება საკომიტეტო მოსმენები, სასესიო სხდომები და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ არა პოლიტიკური კეკლუცობით გამოიჩინოს თავი, არამედ არგუმენტები მოიტანოს და დაალაგოს მაგიდაზე, მაგრამ როცა ოპოზიცია საერთოდ არ იღებს ამაში მონაწილეობას, წამოწოლილები არიან მხარ-თეძოზე, უბრალოდ, კარვებიდან გამოვიდნენ და ახლა არიან კარგად, კომფორტულად წამოგორებული მხარ-თეძოზე და აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც არც ქვეყნის ინტერესშია და არც საზოგადოების,” – განაცხადა ღუდუშაურმა.

იტვირთბა....