ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში – დღეს დილით, სკოლისკენ მიმავალ მეხუთეკლასელ მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, მოზარდმა მანქანას გადაურბინა.
“ფეხი ჰქონდა ნატკენი. გონზე იყო, ამბობენ მანქანას გადაურბინაო. როგორც გავიგე მეხუთე კლასელია” – აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბავშვს ფეხი ჰქონდა ნატკენი და კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს.