უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსი ოკუპანტები ხერსონს ვერ დატოვებენ, რადგან მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.ის ასევე გამორიცხავს, რომ რუსებმა ქუჩის ბრძოლები გამართონ, რადგან ეს სიცოცხლისთვის საშიშია, მათ გაქცევის გზა არ ექნებათ:
“დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლების გამართვას შეძლებენ, იმიტომ, რომ ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი მათთვის. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნიპროზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა ხერსონში დარჩენა, რადგან შემდეგ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს იზიუმში,” – აღნიშნა რეზნიკოვმა.