რუსეთმა ქალაქ დნიპროვზე სარაკეტო იერიში განახორციელა.
დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით, რუსული რაკეტების ნამსხვრევები დაეცა ავტოგასამართ სადგურს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, ორსული ქალი ავტომანქანაში დაიწვა. დაიღუპა სადგურის ერთი თანამშრომელიც. დაშავდა 3 ადამიანი.