aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში ოპოზიცია კახა კალაძეს ელოდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

„გელოდებით ბატონო კახა თბილისის საკრებულოში, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მშობლებს ჰქონდეთ სიმშვიდე, რასაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს.

ისინი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს საკრებულოში 31 ოქტომბერს 11:00 საათზე იბარებენ.

„რამდენიმე დღის წინ უდიდესი ტრაგედია მოხდა და მომხდარმა შეგვძრა ყველა. ჩვენს ქალაქში ცხოვრება აღარ არის ისეთი როგორიც იყო. ჩვენ გვეშინია და გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა. ჩვენ გვაქვს შფოთვა, შიში და კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა ჩვენი ქალაქი უსაფრთხო.

ჩვენ დედებს, მშობლებს შეგვიძლია თუ არა ჩვენი შვილები უსაფრთხოდ გავუშვათ გარეთ და ვიყოთ მშვიდად, მაგრამ ფაქტია ერთი – ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან დიდი შიში. ჩვენ, საკრებულოს უფლება გვაქვს დავიბაროთ მერი და დავუსვათ მას ბევრი კითხვა, იმიტომ რომ შეუძლებელია დღეს ამ ვითარებაში ცხოვრება გავაგრძელოთ.

ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ მერიაც, საკრებულოც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მათ უსაფრთხო მომავალზე ვიზრუნოთ. ჩვენი მერი ვალდებულია მოვიდეს და ყველა კითხვას პასუხი. ნუ ჩავთვლით ჩვენს ბავშვებზე, ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას პოლიტიკურ სპეკულაციად, იმიტომ რომ ეს თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა და რასაკვირველია, ეს პირველ რიგში თბილისის მერის ვალდებულებაა.

გელოდებით ბატონო კახა თბილისის საკრებულოში, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და მშობლებს ჰქონდეთ სიმშვიდე, რასაც ნამდვილად ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ“, – განაცხადა ბრიფინგზე სოფო ჯაფარიძემ.

იტვირთბა....