aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თავს იცავდა და ამის მტკიცებულება არსებობს” – რა წერილი დატოვა ლაღიძის ქუჩის საქმეზე დაკავებულმა ხელყუმბარის აფეთქებამდე

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა. ადვოკატის განცხადებით, ისინი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, ამასთან მარტიაშვილის ინტერესების დამცველი მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე – წერილზე საუბრობს.

“მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა დატოვებული – წერილი, რომ იგი აპირებდა ამ ასაფეთქებელი მოწყობილობის პოლიციის განყოფილებაში მიტანას და ჩაბარებას, თუმცაღა არ დაცალდა,” – აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.

35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

შეგახსენებთ, შემთხვევა 3 დღის წინ თბილისის ცენტრში მოხდა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 3 პირი

იტვირთბა....