ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილის კაბინეტში უკვე დაიწერა გვარამიას განაჩენი – სამადაშვილი

“ლელოს” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება. ის დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის კაბინეტში “მთავარი არხის” დირექტორის შესახებ გადაწყვეტილება უკვე დაწერილია:

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ნიკა გვარამიას საქმე ეს არ არის რიგითი საქმე; ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების საქმე, რომელიც არის აღწერილი და აღნიშნული არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მედიის თავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტა, დამოუკიდებელი სასამართლო, დეპოლარიზაცია არის ევროკავშირის მთავარი მოთხოვნები ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, მათ შორის, ამ საქმის საბოლოო შედეგზე არის დიდწილად დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის კაბინეტში დღეს უკვე დაწერილია ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება. არ მაქვს მაღალი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები. ვხედავთ, რომ ყველა ნაბიჯი, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს, მათ შორის, გუშინ კლანის ინტერესების დამყარებით სასამართლოს სისტემაში, ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურ რეჟიმში შორდება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

იტვირთბა....