დღეს, თბილისის დროით 13:39 საათზე, წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან მოხდა 3.7 (ML) მანგიტუდის სიდიდის მიწისძვრა – ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე, თბილისის დროით 13:20 საათზე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.